ეს სირცხვილზე უარესი იყო – რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა „ლოკომოტივის“ მოგებაზე ილაპარაკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 18 სექტემბერი 2020, 18:46

რუსეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერგეი კირიაკოვმა თბილისის „ლოკომოტივთან“ ევროპალიგაზე თავისი ყოფილი კლუბის, მოსკოვის „დინამოს“ წაგებაზე მკვეთრი განცხადება გააკეთა (1:2).

„სირცხვილი? უფრო უარესიც იყო და გაცილებით მკაცრ სიტყვას ვიხმარდი. სირცხვილი არის ყველაზე რბილი რამ, რაც შეიძლება ითქვას. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს გუნდი („ლოკომოტივი“) რუსეთის პირველი ლიგის დონისაა. არ შეიძლება თამაში ასეთი განწყობით, ისეთი ტემპით, როდესაც მოთამაშეები არ იბრძვიან და ბურთს მარტივ ვითარებაში კარგავენ,“ – ამბობს სერგეი კირიაკოვი.

მან მოსკოველთა მარცხენა მცველის ცუდ თამაშზეც ილაპარაკა, რომელიც თბილისელთაგან საუკეთესომ, თორნიკე კირკიტაძემ აშკარად დაჩაგრა.

„ჩანდა, რომ ჩვენმა მარცხენა მცველმა გოლის დროს მეტოქეს თავისუფალი სივრცე დაუტოვა. საერთოდ, მასპინძელთა მარჯვენა ფლანგის შემტევი (თორნიკე კირკიტაძე) მას სიჩქარით მუდმივად უგებდა. ასე არ შეიძლება. ამ შეხვედრამ ბევრი კითხვა გააჩინა, რაც ძალიან საწყენია. გუნდი საშინლად გამოიყურებოდა,“ – თქვა კირიაკოვმა გამოცემა „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო, ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან
შალვა პაპუაშვილი - იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
არქივი