გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე- ჩემპიონი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 23 მაისი 2024, 19:51

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ქართველი ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში სამხრეთკორეელ კიმთან დამარცხდა. თუშიშვილს კარიერაში მეორედ შეეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, პირველი ოქრო მან 2018 წელს ბაქოში მოიგო.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო პირველობაზე საქართველოს მამაკაცთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. ხვალ, 24 მაისს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი