ჯანდაცვის სამინისტრო ბიზნესსექტორს ეკონომიკური საქმიანობის გახსნისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
835 01 მაისი 2020, 17:33

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია ბიზნესსექტორს ეკონომიკური საქმიანობის გახსნისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო. 29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორი პირველ რიგში, აუცილებელია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდგომ გაიაროს რეგისტრაცია.

იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, აუცილებელია ამ ეტაპის გავლა.

რაც შეეხება მეორე და ასევე მნიშვნელოვან საკითხს. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები განსაზღვრულია 01-149/ო ბრძანებით და გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და stopcov.ge-ზე.

მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი