ეკონომიკის მინისტრი - ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
875 01 მაისი 2020, 15:24

გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულიდან გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფებს სხვა ქვეყნებთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

„ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა, გვერდში დგომა. ტურიზმი დღემდე იყო ძალიან დიდი სიკეთის შემომტანი ჩვენს ეკონომიკაში, ძალიან დიდი დამსაქმებელი, მთლიანად საქართველოს ედგა გვერდში და ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება მას. თუკი სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთნაირად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ იქნება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს. 

სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ვამზადებთ სპეციფიურ ანტიკრიზისულ გეგმას, განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცა ტურიზმის ინდუსტრიასთან, ეს არაა მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი გიდების, რომლებსაც დღეს ძალიან გაუჭირდათ, ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტურ-ოპერატორების, სატრანსპორტო კომპანიების, რომლებიც ტურისტების სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში ტარებით იყო დაკავებული, ამიტომ მათ სჭირდებათ განსახვავებული გეგმა და მაშინ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულიდან გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. 

ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო, ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია შევამზადოთ პოსტკორონა პერიოდის მოთხოვნების მიმართ. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა მაგრამ ჩვენ გვმართებს განსაკუთებული შრომა. ეს გეგმა მუშავდება და მთავრობაში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი, ჩვენი ტურისტული სექტორისთვის“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი