მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა-საქსტატი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
838 30 აპრილი 2020, 11:33

მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იანვარი-მარტის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ით განისაზღვრა.

„წინასწარი შეფასებით, მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 2.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ია“,-აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის გარდა. '

„განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში. ექსპორტის მაჩვენებელი მარტში შემცირდა დაახლოებით 22%-ით, ხოლო იმპორტი 13.4%-ით. ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გარკვეული გავლენა მოახდინა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელზე და მარტში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 48%-ით შემცირდა“,-აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი