947
24 ოქტომბერი 2019, 18:55
ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან მშპ როგორ გამოითვლება უნდა იცოდეს:
„დღეს ბადრი ჯაფარიძემ ქვეყნის მართვის ეფექტურობა ეკონომიკური მშპ მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე გაზომა. არადა, თუ მიმდინარე ფასებში გვსურს მისი გაზომვა, მაშინ მშპ უნდა განვსაზღვროთ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რაც 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მაგ: 2012 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ 8200$ იყო, ხოლო 2012 წელს, კი ეს მაჩვენებელ 12 230$-ს შეადგენს. თუ გავასაშუალოებთ წლიური ზრდა გამოდის 6%-მდე. რაც შეეხება ჯაფარიძისეულ ლოგიკას, რომელიც ეხება ეკონომიკის გაზომვას მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გარეშე, ასეთი მეთოდოლოგიით დოლარის კურისის ცვლილებასთან ერთად მშპ შემცირებულია მსოფლიოს ბევრ წამყვან სახელმწიფოებში. როგორიცაა, ნორვეგია, ავსტრალია, იაპონია, კანადა, შვედეთი, იტალია, ბრიტანეთი და კიდევ სხვა ბევრი... აღსანიშნავია, რომ IMF-ის ამ პარამეტრშიც საქართველოს უფიქსირდება 2012-2019 წლებში 1.2%-იანი ზრდა. P.S. ბადრი, აწი მაინც არ დაგავიწყდეს რომ ეკონომიკა იზომება მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით და არა მისი გამორიცხვით. არადა, კაცი მთელი ცხოვრება „თი-ბი-სის“ ვიცე-პრეზიდენტი რომ არის, დამეთანხმეთ, ეკონომიკა როგორ იზომება კი უნდა იცოდეს წესით და რიგით. ისიც უნდა იცოდეს, მშპ როგორ გამოითვლება. არადა, ჯაფარიძე იმას გვიმტკიცებს, რასაც ბაკალვრის სტუდენტებიც კი მარტივად ხვდებიან. რა სახელი ჰქვია ახლა ამას? მშპ-თი მანიპულაცია თუ უვიცობა?!
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |