რომელი კომპანიები მიიღებენ 150-ლარიან შეღავათს სახელმწიფოსგან - ფინანსთა მინისტრის განმარტება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
927 26 აპრილი 2020, 17:26
ყველა ის კომპანია, რომელიც გააგრძელებს დასაქმებულისთვის ხელფასის გადახდას (იგულისხმება1500 ლარამდე ხელფასი), საშუალოდ 150-ლარიან შეღავათს ნახავს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გადაცემა “Forbes კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

მან განმარტა, რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს 750 ლარზე საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადოს.

მინისტრის განმარტებით, საუბარია ყველა დასაქმებულზე, რომლის ხელფასიც არის 1500 ლარამდე. კომპანია დასაქმებულის 1500-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში, ხელფასის პირველ ნაწილზე - 750 ლარზე - საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის, რაც ნიშნასვ, რომ 150 ლარის ეკონომიას აკეთებს. რაც შეეხება ხელფასის მეორე ნაწილს, ამ შემთხვევაში კომპანია  თანხაზე, რომელიც სცდება 750 ლარს, საშემოსავლო გადასახადს ჩვეულებრივ გადარიცხავს ბიუჯეტში.

“ხშირად ისმის კითხვა, არის ეს შეღავათი კომპანიისთვის თუ დასაქმებულისთვის? ორივესთვის არის სინამდვილეში. კომპანია ამ შემთხევვაში იღებს შეღავათს, მაგრამ ამ შეღავათის გამო ვასტიმულირებთ, რომ დაიტოვოს თანამშრომელი. ანუ ვეხიდებით კომპანიას იმაში, რომ შეინარჩუნოს თანამშრომელი. საბოლოო ბენეფიციარი მაინც ადამიანია”’,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მისივე თქმით, ეს არ არის გადასახადის გადავადება, სახელმწიფო ამ ფულს ბიზნესისგან უკან აღარ მოითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი