მთავრობა მილიარდ ლარამდე ხარჯების დაზოგვას გეგმავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
843 26 აპრილი 2020, 16:10

მთავრობა კორონავირუსის პანდემიის ქვეყნის შიგნით 700-მილიონიდან მილიარდ ლარამდე ხარჯების დაზოგვას გეგმავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გადაცემა “Forbes კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, უკვე გაცხადებულია, რომ ხელისუფლება 300 მილიონ ლარს დაზოგავს და ეს იქნება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებიდან, მეორე ნაწილია კაპიტალური ხარჯები.

“300 მილიონის დანაზოგი მთავრობამ მხოლოდ მიმდინარე ხარჯებიდან მოახერხა, ეს არის მივლინებები, check in Georgia, სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ვეღარ ტარდება და ა.შ. ძირითადი ტვირთი სწორედ ამ ღონისძიებებზე მოდის, რომელიც ვერ ტარდება.

რაც შეეხება კაპიტალურ ნაწილს, იქაც გვაქვს სერიოზული დანაზოგები. ჯამურად ვსაუბრობთ, 700-მილიონიდან მილიარდამდე დანაზოგზე. რატომ ვფრთხილობ ამ რიცხვის დასახელებისას? თუ მოგვიწვია შეზღუდვების დიდხანს გაგრძელდება, მეტის დაზოგვა მოხდება, თუმცა, თუ შედარებით სწრაფად მოხდება გახსნა, უკან შემოვატრიალებთ და იმ პროექტებს, რომელბიც ჩამოვკიდეთ, იმათ განვაახლებთ”, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი