226
07 აპრილი 2024, 19:01
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მაიამიში ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) რეგულარული სეზონის მატჩს დაესწრო, რომელშიც „ინტერ მაიამი“ „კოლორადო რაპიდსს“ (2:2) დაუპირისპირდა.
აღნიშნულ შეხვედრაში „ინტერ მაიამის“ მაისურით გოლის გატანა ლიონელ მესიმ მოახერხა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა 58-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა.
მატჩის შემდეგ თოფურია მესისა და „ინტერ მაიამის“ სხვა ვარსკვლავებს – ლუის სუარესს, სერხიო ბუსკეტსსა და ხორდი ალბას შეხვდა.
ქართველმა ჩემპიონმა არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა:
„სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად. სამაგალითო ჩემთვის და მისაბაძი ადამიანი ყველასთვის“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |