244
11 მარტი 2024, 19:50
დღეს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი ნუგზარ კანდელაკი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც უმასპინძლა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.
სტუდენტებმა დაათვალიერეს ახალ ოლიმპიურ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები და ინფორმაციული მასალა, რომლებიც დამთვალიერებლებს მოუთხრობს ანტიკური და თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიაზე, საერთაშორისო ოლიმპიურ ორგანიზაციებზე, სეოკ-ის დაფუძნებაზე, გამოჩენილ ქართველ ოლიმპიელებზე, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის მნიშვნელოვან ამბებზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დიდ ეკრანზე იხილეს ფილმი - ,,ერთი ჩემპიონის ისტორია“ ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონების დავით ხახალეიშვილის და ზურაბ საკანდელიძის შესახებ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |