რეფინანსირების განაკვეთის აწევა საჭირო თუმცა ცოტა დაგვიანებულია - პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
943 23 ოქტომბერი 2019, 17:45

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აუცილებელს, თუმცა დაგვიანებულს უწოდებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე . ირაკლი კოვზანაძის თქმით, ინფლაციის თავიდან აცილებისთვის ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო.

"ცენტრალური ბანკი თვლის, რომ ლარის კურსის დევალვაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე. აქედან გამომდინარე სწორედ ეს გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცოტა დაგვიანებული,"- აღნიშნა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, თითქმის 102. 700 სესხზე პროცენტი გაიზარდა. ამ საკითხზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს იმსჯელა და რეფინანსების განაკვეთის 7,5 პროცენტიდან 8,5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

"პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება", — განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი