საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
827 09 მარტი 2024, 12:20
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან.

კანონს მხარი 159 დეპუტატმა დაუჭირა, 129 კი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის პარალელურად, ათენის ქუჩებში კანონპროექტის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულია 10 მშვიდობიანი მოქალაქე და 7 პოლიციელი.

საბერძნეთის მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობაში აცხადებენ, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების დაბრუნებას ქვეყანაში. ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს და ამტკიცებს, რომ ის არღვევს კონსტიტუციას და შეიძლება, შექმნას ორსაფეხურიანი სისტემა სტუდენტებისთვის.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი