მარკო მატერაცი „ლეგენდების მატჩზე“: კახა კალაძის წინააღმდეგ თამაშის საშუალება რამდენჯერმე მქონდა და მიხარია, რომ მასთან შეხვედრა ისევ მომიწევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 06 მარტი 2024, 21:34

მარკო მატერაცის განცხადებით, „ლეგენდების მატჩისთვის“ ბათუმში შეეცადნენ, ძლიერი შემადგენლობით ჩამოსულიყვნენ.

ამის შესახებ მან „ლეგენდების მატჩის“ შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბათუმში განაცხადა.

"შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობით ჩამოვსულიყავით. კახას წინააღმდეგ თამაშის საშუალება რამდენჯერმე მქონდა და მიხარია, რომ მასთან შეხვედრა ისევ მომიწევს. ბათუმის სტადიონი არაჩვეულებრივია და აქ ნამდვილი საფეხბურთო გარემოა“, - განაცხადა მარკო მატერაციმ.

7 მარტს, ბათუმში, ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი