ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 18 თებერვალი 2024, 22:40

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა ზედიზედ მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

125 კგ წონით კატეგორიაში კონტინენტის პირველობის ფინალში ის თურქ ტაჰა აკგულთან ანგარიშით 4:5 დამარცხდა.
ფინალურ შეხვედრამდე გენო პეტრიაშვილმა ავსტრიელი, ბულგარელი და ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენები დაამარცხა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი