ილია თოფურია - მინდა, ჩემს პატარა საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ. მიყვარხართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 18 თებერვალი 2024, 13:17

თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნო, - ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველი ჩემპიონმა ილია თოფურიამ ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ რაუნდში ის ძალიან სწრაფი იყო. შესანიშნავად მოძრაობდა, ფეხებს კარგად იყენებდა, გამაოცა კიდეც. დრო დამჭირდა, რომ შემესწავლა, ხოლო მეორე რაუნდში ნოკაუტი შევასრულე. ჩემს მომენტს ველოდებოდი. ბრძოლის დასაწყისიდანვე ჩემი გეგმა გრძელ კომბინაციებს უკავშირდებოდა, რადგან ასეთ დროს ძნელად წასაკითხი იქნებოდა მისთვის ჩემი მოქმედებები.

ვიტყოდი, რომ ვოლკანოვსკისთან კიდევ ერთხელ შეიძლება ბრძოლა, ამჯერად ქამრის დასაცავად, რადგან კარგი ადამიანი და შესანიშნავი მებრძოლია, თუმცა ახლა ახალი თაობის დროა, ახალი სახეების. ჩემი საქმე კი ბრძოლაა, ვისთან დაპირისპირებასაც შემომთავაზებენ, მასთან ვიბრძოლებ“, - განაცხადა თოფურიამ, რის შემდეგაც გულშემატკივრებს ქართულად მიმართა.

„მინდა, ჩემს პატარა საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ. მიყვარხართ, ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“, - განაცხადა თოფურიამ.

ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი