სანდრო ბაზაძემ თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 10 თებერვალი 2024, 18:57

თბილისში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ.

მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ჯერ ჰონგკონგელი ჰოი ჩუნ ჩანგი დაამარცხა (15-3), შემდეგ კორეელები - ჯუნგჰვან კიმი (15-6) და ბონგილ გუ (15-8). მოუგო ფრანგ სებასტიან პატრისსაც (15-13), მაგრამ ნახევარფინალში ირანელ ალი პაკდამანთან 13-15 დამარცხდა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
მსოფლიო თასის გათამაშებას თბილისმა 2022 წელსაც უმასპინძლა. მაშინ სანდრო ბაზაძემ ოქროს მედლი მოიპოვა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი