ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე სუმოდან ოფიციალურად გააცილეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
267 04 თებერვალი 2024, 14:38

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დიდი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს. სპეციალური ღონისძიება ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.

სასახლეში შედგა თმის კვეთის ცერემონია („დანპაცუ-შიკი“), რომელში მონაწილეობა მოქმედმა და ყოფილმა სუმოისტებმა მიიღეს, მათ შორის იყო ლეგენდარული იოკოძუნა ასაშორიუც.

ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა. ბოლოს ის სუმოს რანგით მეორე დივიზიონში, ჯურიოში გამოდიოდა.

ლევან გორგაძემ 2018 წლის იანვარში იმპერატორის თასი მოიპოვა, ხოლო იმავე წლის მაისში ოძეკის წოდება მიიღო, რაც მეორეა სუმოს იერარქიაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი