პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე გიორგი ჩიხელიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 03 თებერვალი 2024, 21:36

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

23 წლის ქართველმა ტურნირზე ხუთი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში იაპონელ ტაცუკი იშიჰარასთან ვაზარით დამარცხდა.

შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელმა კიდევ ორმა ქართველმა – დიმიტრი გოჩილაიძემ და ვლადიმერ ახალკაცმა (ორვე 81კგ) გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ხვალ პარიზში უნდა ეჭიდავა ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს (90კგ), მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ტურნირიდან ჩახსნილია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი