რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
283 08 დეკემბერი 2023, 22:55

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას შეძლებენ. ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო.

ოლიმპიადაზე დაიშვებიან მხოლოდ სპორტის ინდივიდუალური სახეობების წარმომადგენლები, ხოლო გუნდურ შეჯიბრებაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენებით დაკომპლექტებული ნაკრებები არ იქნება.

ასევე ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან ის რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, რომლებიც საჯაროდ უჭერენ მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და რომლებსაც შეიარაღებულ ძალებთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ.

რუსეთის და ბელარუსის ოფიციალური პირები და სპორტული ფუნქციონერები ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება 4600 სპორტსმენმა მოიპოვა, მათ შორის მხოლოდ 8 რუსი და 3 ბელარუსია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი