351
05 ნოემბერი 2023, 21:50
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, 100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტურნირის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგან ილია სულამანიძე (100კგ), ლაშა ბექაური (90კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ) ფინალში გავიდნენ და სამივემ ვერცხლი მოიპოვა.
დღეს გამომსვლელი ორი ქართველი ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ოთხი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.
გუშინ, 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.
დღეს, ვერცხლის მედალს დაეუფლა ლაშა ბექაური.
რამდენიმე წუთის წინ ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |