BBC: კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი უმუშევარი აღმოჩნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1060 08 აპრილი 2020, 16:48

BBC-ი  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მონაცემებს აქვეყნებს და წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი უმუშევარია.  

კვლევის თანახმად, პანდემიის გამო მსოფლიოში დასაქმებულების 81 პროცენტი უსამსახუროდ დარჩა. ნაწილმა სამსახური დროებით, ხოლო ნაწილმა სამუდამოდ დაკარგა.

როგორც ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გაი რაიდერი ამბობს, „დასაქმებულები და ბიზნესი კატასტროფულ მდგომაროებაში არიან, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში“.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში დასაქმებულთა მიერ სამსახურში გატარებული საათების საერთო რაოდენობა 6,7 პროცენტით შემცირდება, რაც სრულ განაკვეთზე მომუშავე 195 მილიონი დასაქმებულის მიერ სამსახურში გატარებულ დროს უტოლდება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსმა არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი, არამედ ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კრიზისიც გამოიწვია.

„ეს უკვე მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისი აღარაა. ეს შრომითი ბაზრის და ეკონომიკური კრიზისიცაა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე ინფორმაციით, პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი