იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ტოკიოში, ოსაკასა და კიდევ 5 პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის იაპონიაში COVID-19-ით დაინფიცირების 4000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, 92 ადამიანი გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური თამაშებისთვის
განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, რომლის გამოყენება უახლოეს ხანებში არ იგეგმება, შესაძლოა
საშუალო სიმძიმის პათოლოგიის მქონე პაციენტთა მისაღებად გამოიყენონ.
გარდა ამისა, პანდემიის გათვალისწინებით, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა ტოკიო-2020-ის
საორგანიზაციო კომიტეტი: „ჩვენი თანამშრომლები
აუცილებელ სამუშაოებს, შეძლებისდაგვარად, შინიდან შეასრულებენ. აბსოლუტურ მინიმუმამდე
შეიზღუდება ისეთი სამუშაო, რომლიც ოფისში ფიზიკურ ყოფნას საჭიროებს,“ - ნათქვამია
ტოკიო-2020-ის განცხადებაში.
COVID-19-ის გავრცელების გამო, ნაადრევად
შეწყდა ფუკუშიმაში გამოფენილი ოლიმპიური ცეცხლის საყოველთაო ჩვენება. ოლიმპიური
ცეცხლის ესტაფეტა 26 მარტს სწორედ ფუკუშიმადან უნდა დაწყებულიყო.
თავდაპირველი გეგმით, ოლიმპიურ ცეცხლს იაპონიის ყველა 47 პრეფექტურაში
121 დღის განმავლობაში უნდა ემოგზაურა, მაგრამ COVID-19-ის გავრცელების შესაზღუდად მიღებული
საკარანტინო ზომებმა ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებს დაგეგმილი ესტაფეტის გაუქმების გადაწყვეტილებისკენ
უბიძგა.
იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გაუქმდა, მაგრამ ცეცხლი ,,ამომავალი მზის ქვეყანაში“ დარჩება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია,
სად შეინახავენ.
„თავდაპირველად ფართო აუდიტორიისთვის მის გამოფენას
აპრილის ბოლომდე ვგეგმავდით. მაგრამ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, მისი შეჩერება
გადავწყვიტეთ,“ - განმარტავს
ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |