ძიუდოს ევროპის კავშირის (EJU) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო ტელეკონფერენციის მონაწილეებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორედ გადავადებების გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე გადავადდა ასაკობრივი პირველობებიც.
ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც იმავდროულად
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო დატვირთვა ჰქონდა, პრაღას აპრილში უნდა
ემასპინძლა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა შეჯიბრება ივნისამდე
გადაავადეს.
იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19-თან დაკავშირებით
კონტინენტზე მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ევროპის ჩემპიონატის ნოემბრამდე გადავადება
გადაწყდა. EJU-ს მიერ შეთავაზებულ სავარაუდო თარიღად ჩანიშნულია 8-10 ნოემბერი.
კადეტთა ევროპის ჩემპიონატი, რომლიც რიგაში
2-5 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, სავარაუდოდ, 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ძიუდოს ევროპის კავშირის განცხადებით, ერთ ჭერქვეშ
გაერთიანდება იუნიორთა და 23- წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები. გაერთიანებულ ჩემპიონატს
11-5 ნოემბერს მიიღებს ხორვატიის ქალაქი პორეჩი.
შერეულ გუნდურ ჩემპიონატს 28 ნოემბერს უმასპინძლებს
ბუქარესტი.
EJU-ს ეგიდით ჩასატარებელი ყველა ტურნირი, სავარჯიშო
კემპები, სემინარები და ფესტივალები ივლისის ბოლომდე არ ჩატარდება. ამ ღონისძიებებთან
დაკავშრებით ძიუდოს ევროპის კავშირი გადაწყვეტილებას აპრილის ბოლოს მიიღებს და სავარაუდოდ
აგვისტოს შეარჩევს.
ევროპის ორივე საკლუბო ჩემპიონატი - ევროპის ლიგა
და ჩემპიონთა ლიგა გაუქმდება. გაურკვეველი ვადით გადავადდა ევროპის ჩემპიონატი კატაში
და ვეტერანებში. აქ ახალი თარიღები მოგვიანებით შემუშავდება.
ძიუდოს ევროპის კავშირი იმედს გამოთქვამს, რომ
შესაძლებელი გახდება დამატებით კადეტთა, იუნიორთა და უფროსთა სათასო შეჯიბრებების ორგანიზება
სექტემბერში და ოქტომბერში, ასევე სავარჯიშო კემპების მოწყობა.
ეს გადაწყვეტილებები იმ იმედით იქნა მიღებული,
რომ ზაფხულში ევროპაში ვითარება ნორმალიზდება, რაც ეროვნულ ფედერაციებს ვარჯიშის დაწყების
შესაძლებლობას მისცემს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |