გიორგი ცუცქირიძე: წლის ბოლომდე დრო კი არც ისე ბევრია დარჩენილი და ბევრი რამ ახლა სწორედ კონსორციუმზეა დამოკიდეებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
975 21 ოქტომბერი 2019, 17:12
დღეს გავრცელებული ინფორმაციით მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ჰოლანდიური Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის თანხმობა მისცა, რაც მთავარია ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა კონსორციუმის მიმართვიდან 28 დღის ვადაში. 
თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, ეს დაახლოებით 5 მილიონი დოლარია. ეს გადაწყვეტილება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთის მხრივ ხელისუფლების ურყევი ნება ანაკლიის პროექტის ოპტიმალურ ვადებში აშენების მზაობაზე და მეორეს მხრივ, ისეთი კომპანიების ჩართულობაზე, რომლებიც თავისი გამოცდილებით და რეპუტაციით უზრუნველყოფენ პროექტის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. ამაზე მიუთითებს მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის ვალდებულებების შესრულების წლის ბოლომდე გადავადებაც, მიუხედავად იმისა, რომ 15 ოქტომბერი იყო შუალედური ვადა მიცემული, რომელიც კომნსორციუმმა ვერ შეასრულა.
 “ჰოლანდიური კომპანიაც ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მან გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები განახორციელა. რაც შეეხება კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებელ კომპანიას, ხოლო გადაწყვეტილების ბოლო ვადად 29 ოქტომბერია დასახელებული. კონტო ჯგუფი იყო შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური რესურსების მქონე კომპანია, რამაც დიდი როლი ითამაშა თავის დროზე კონსორციუმის გამარჯვებაში და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებების ვერ შესრულებისა და ამ ვადების რამდენჯერმე გადავადებისა სწორედ „კონტი ჯგუფის“ პასიურ როლთანაც არის დაკავშირებული და სამწუხაროდ, ჩვენ ისიც არ ვიცით თუ რატომ გავიდა იგი პროექტიდან. ბუნებრივია, მთავრობას მოუწევს ანალოგიური გამოცდილების, და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ჯგუფით ჩანაცვლება, რადგან გარდა პროექტის კომერციული მხარისა, ინვესტორი, უნდა პასუხობდეს უსაფრთხოების კრიტერიუმებსაც. სხვა საკითხია თუ რამდენად პასუხობს ამ კრიტერიუმებს ჰოლადიური კომპანიისაგან განსხვავებით კონსორციუმის მხრიდან შემოთავაზებული „მერიდიან კაპიტალი“ რომელიც „ბრიტანული“ ჯგუფიდან საბოლოოდ ყაზახურ ჯგუფად იქცა, და რომელიც ფულის გათეთრებასთან და საეჭვო რუსულ კავშირებთან არის მხილებული.
 სამწუხაროდ, კონსორციუმი არ აღმოჩნდა პოლიტიკისაგან თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, თუნდაც ცალკეული, პორტთან დაკავშირებული პოლიტიკოსების ფაქტორიდან გამომდინარე. ამის დასტურია თუნდაც ბოლო წერილი რომელშიც კონსორციუმმა მთავრობას პროექტის მიზანმიმართულ საბოტაჟიც კი დასდო ბრალი, რაც . სცილდება როგორც პოლიტ -კორექტულობის პრინციპს, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის სულისკვეთებასაც. წლის ბოლომდე დრო კი არც ისე ბევრია დარჩენილი და ბევრი რამ ახლა სწორედ კონსორციუმზეა დამოკიდეებული. მართალია, შემდეგ მათ ეს ერთგვარ შეცდომად აღიარეს, მაგრამ სწორედ ამ სახის მიდგომებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა პროექტის განხორციელება, და არა მთავრობის მხრიდან ხელისშეშლამ, რაზეც ხაზარაძე მუდმივად აპელირებს დღემდე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი