ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
528 24 სექტემბერი 2023, 22:04

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე (63 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელ მურად მამადოვს სძლია. აღსანიშნავია, რომ აბულაძე კარიერაში მსოფლიო პიველობის ფინალში ზედიზეფ მესამედ გავიდა და დღეს პირველად მოიპოვა ჩემპიონობა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა, ორი დღის წინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბელგრადში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, ჩვენი გუნდი მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი