ტოკიო-2020-ის გახსნის ცერემონიაზე COVID-19-ის კრიზისი აისახება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
795 31 მარტი 2020, 22:00

ტოკიო-2020-ის გახსნის ცერემონიის აღმასრულებელი პროდიუსერის, იტალიელი მარკო ბალიჩის განცხადებით, COVID-19-ის კრიზისი ასახული უნდა იყოს ღონისძიებაზე, რადგან თამაშების 2021 წლამდე გადავადება მიზეზი სწორედ ის იყო.

ბალიჩის თქმით, თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო და რეპეტიციებსაც არაფერი უკლდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი ჩაშალა.

„ვფიქრობ, ოლიმპიურ ცერემონიაზე როგორღაც უნდა აისახოს ის, რაც მოხდა. შემუშავებული გვქონდა მონახაზი და რეპეტიციების წინ კარგ ფორმაში ვიყავით. ამ რთული გადაწყვეტილების შემდეგ ერთადერთი, რაც ჩვენს გუნდს შეუძლია გააკეთოს, სცენარის განახლებაა. გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, ყოველივეს გადავხედოთ და ცერემონიები ოლიმპიური ფასეულებების უდიდეს ზეიმად ვაქციოთ. შემოქმედებითი ჯგუფი გაითვალისწინებს მომხდარს და ერთგვარ გზავნილს მოამზადებს ცხოვრების ახალ სირთულეებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით,“ - განმარტავს მარკო ბალიჩი.

ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი