საერთაშორისო სპორტული ფედერაციები ტოკიო-2020-ის ახალ თარიღს ეხმიანებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
836 31 მარტი 2020, 00:27

სპორტის ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო ფედერაციები გამოეხმაურნენ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოპერატიულ შეთანხმებას ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ახალი თარიღის დადგენასთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების თანახმად, თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით. 

 ამის შესახებ პირველი განცხადებები გააკეთეს ტანვარჯიშის, ძალოსნობის, ტყვიის სროლის,  კანოეს, ტრიათლონის, ბეისბოლი/სოფტბოლის და სხვა ფედერაციებმა. ოლიმპიური დღის წესრიგის გათვალისწინებით, მათ მოუწევთ  კორექტივები შეიტანონ თავიანთ სპორტულ კალენდარში.

„ამ გადაწყვეტილებით დასრულდა გაურკვევლობის პერიოდი, რომელშიც აღმოჩნდნენ ოლიმპიელი სპორტსმენები. ახლა ჩვენ წინ გვაქვს დიდი მოცულობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულის მთავარი სპორტული მოვლენის ინტერესების შესაბამისად.

IWF -ი გულწრფელ  მადლობას მოახსენებს ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტს, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა კორონავირუსიის პანდემიის პირობებში,“ - აცხადებს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციიის (IWF) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ურსულა პაპანდრეა.

 

    ძალოსნობაში, ისევე როგორც არაერთ სხვა ოლიმპიურ სახეობაში, პანდემიის გამო გადაიდო კონტინენტური ჩემპიონატები და სალიცენზიო ტურნირები, ასევე სატესტო შეჯიბრებები უშუალოდ ტოკიოს ოლიმპიურ სპორტულ ობიექტებზე.

 

ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაში ჩართული მხარეების მთავარი ამოცანაა, მსოფლიოში ზოგადი ვითარების გაუმჯობესების კვალობაზე, უზრუნველყონ საკვალიფიკაციო ტურნირების, შემდეგ კი თავად ოლიმპიადის  ჩატარება მაქსიმალურად უსაფრთხო პირობებში.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი