ჩვენ შეილება ავაშენოთ ანაკლიის პროექტი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ტვირთები არ მოდის - ქობულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1103 19 ოქტომბერი 2019, 16:10

„ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ავაშენოთ ანაკლიის პროექტი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ტვირთები არ მოდის” - განაცხადა ტვ პირველის ეთერში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, პროექტი არ არის ის გასაღები, რომელიც ამ ტვირთებს მოიზიდავს და გახსნის.

„მოდით, სიმართლეს შევხედოთ თვალებში და ძალიან კარგად იციან ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მაგრამ, ამის გამბედაობა არ ყოფნით რომ ეს თქვან. მათ ეს უნდა თქვან, მე მოვუწოდებ მათ ამისკენ. არა მარტო ამ საკითხში, არამედ ბევრ სხვა საკითხში. მეტი გამბედაობა სჭირდებათ. მეტი ლიდერობა სჭირდებათ ასეთ საკითხებში. ყველაფერს უნდა დაარქვან თავისი სახელი, რაც ჰქვია და არა ილაპარაკონ რომ ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს უნდა გაკეთდეს, უნდა აშენდეს და ა.შ. ანაკლიის პროექტზე ხელისუფლებამ მართალი უნდა უთხრას ხალხს. ხელისუფლება ხვდება, რომ რაღაც შეცდომა დაუშვეს, როცა ეს პროექტი გამოაცხადეს, როცა კონსტიტუციაში ჩაწერეს და ა.შ. ეს შეცდომა იყო, და ხელისუფლებამ ეს უნდა აღიაროს. რა მოხდა რომ აღიარონ. ხელისუფლებას არ სჭირდება ეს რომ ჩაშალოს. კონსორციუმს ეს ისედაც არ გამოუვა. რუსეთს არ აწყობს ეს პროექტი, მასე შეიძლება ბევრი რამ არ აწყობდეს. მაგრამ ასეთი ლაპარაკი არ ვარგა, ჩვენ ხომ არ ვართ დამოკიდებული ვინ რას იტყვის. არ მოაქვს ამ პროექტს იმხელა შედეგები, რაც შეიძლება მოიტანოს ამხელა ინვესტირებამ” - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი