505
31 ივლისი 2023, 15:43
გამთენიისას სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
ოლიმპიურ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
მარიბორში დასრულებულ ევროპის რიგით XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი - საგზატკეცილო, ველოსპორტი - სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) იასპარეზა 31 სპორტსმენმა.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა.
ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: შოთა ბაჩოშვილი (ძიუდო, -50 კგ.), მერაბ სამადაშილი (ძიუდო, -55 კგ.), მათე გველესიანი (ძიუდო, -66 კგ.), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი ბენდელიანი (ძიუდო, -81 კგ.) და საბა გველესიანი (ძიუდო, -90 კგ.), ძიუდოისტმა შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ.) და ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, საქართველოს ძიუდოს ვაჟთა და გოგონათა შერეული ნაკრები გუნდი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |