909
28 მარტი 2020, 19:50
ქვეყანა, სადაც პანდემია დაიწყო კარანტინს არბილებს. კოვიდ 19 ჩინეთის ქალაქ უჰანაში გაჩნდა და დღეს მსოფლიში 600 ათასი დაინფიცირებული პაციენტია. ამერიკამ დაინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთსაც კი გადაუსწრო, იქ კორონავირუსი 100 ათასზე მეტს დაუდგინეს. პრეზიდენტ ტრამპის განმარტებით, მაღალი მაჩვენებელი სწრაფი ტესტირებით აიხსნება - შტატებში მასიური ტესტირება მიმდინარეობს. ყველაზე მეტი ინფიცირებული ნიუ-იორკში - 44 ათასი - დაფიქსირდა.
უჰანაში კი ორთვიანი კარანტინი იხსნება. თუმცა, რეჟიმი მთლიანად არ მოხსნილა, ქალაქში შესვლა ნებადართულია, თუმცა, გამოსვლა ისევ იკრძალება. ვარაუდობენ, რომ შეზღუდვები ორი კვირა კიდევ იქნება. უჰანაში კორონავირუსის 50 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან სამი ათასამდე გარდაიცვალა. ახალი 54 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ყველა მათგანი უცხოელია. ამიტომაც, ჩინეთს საზღვრები უცხოელებისთვის ისიევ დაკეტილი აქვს, თვითფრინავებს უცხეთში გაფრენა შეუძლიათ მხოლოდ კვირაში ერთხელ და ისიც სალონებში ადგილების მხოლოდ 75% უნდა იყოს დაკავებული.
ამერიკის შემდეგ იტალია მეორე, ვინც დაინფიცირებულთა რიცხვით ჩინეთს გადაუსწრო. კოვიდ 19 აქ 86 ათასს ადამიანს დაუდგინდა. იტალია ასევე სამწუხარო მონაცემებში რეკორდსმენია. პარასკევს ქვეყანაში 969 დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ეს ლეტალობის ყველაზე მძიმე შედეგია. იტალიაში სულ 9 134 შემთხვევაა დაფიქსირებული. და ეს იმ ფონზე, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არ იმყოფება პიკზე.
ესპანეთი ევროპაში მეორე ქვეყანაა, სადაც დაინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კოვიდ 19 ვირუსის მატარებელი 832-ით გაიზარდა. სულ დაინფიცირებულია72 248 ადამიანი. თუმცა, პოზიტიური ინფორმაციებიც არის, აქ გაჯანსაღებულთა რაოდენობაც იზრდება. 24 საათის მანძილზე 2 928 დაინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ბრიტანეთში დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველ 3-4 დღეში ორმაგდება, ლეტალური შემთხვევები კი უფრო სწრაფად იზრდება და ის ორმაგდება 2-3 დღეში. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 14 543 დაინფიცირებულია, გარდაცვლილი კი 759.
ბრიტანეთმა მოსახლეობის მასიური ტესტირებაც დაიწყო.
ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, სადაც მთავრობის უმაღლესი პირია დაინფიცირებული. რამდენიმე დღის უკან ქვეყნის პრემიერ მინისტრს კოვიდ 19 დაუდგინდა. 55 წლის ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაშია, ისევე როგორც ბრიტანეთის 41 წლის ჯანდაცვის მინისტრი.
არსებობს უტყუარი ფაქტები, რომლებიც კორონავირუსის ფარულ გადამტანებზე მეტყველებენ. ჯანმრთელი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ვირუსი აქვთ, თუმცა, არანაირი სიმპტომი არ უვლინდებათ, საკმაოდ შთამბეჭდავია. ვარაუდობენ, რომ ჩინეთში ფარული გადამტანების მაჩვენებელი დაინფიცირებულთა ერთ მესამედს აღწევს. ამის შესახებ საუბარია პეკინის საიდუმლო მონაცემებში, რომელსაც გაზეთი South China Morning Post.აქვეყნებს.
საკრუიზო გემზე Diamond Princess რომელიც იოკოგამაში იდგა, გამოვლენილი 600ზე მეტი შემთხვევიდან ნახევარზე ცოტა მეტი სწორედ ფარული გადამტანი გახლდათ, ანუ ვირუსი მათ ორგანიზმში არანაირი სიმპტომებით არ გამოვლენილა.
უსიმპტომობა დაფიქსირდა ისლანდიაშიც. ქვეყანას მოსახლეობის ტესტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ისლანდიაში მხოლოდ 357 050 ადამიანი ცხოვრობს.
ადრე მიიჩნევდნენ, რომ ჯანმრთელი ვირუსიანები გამავრცელებლები არ იყვნენ, თუმცა, დაკვირვებამ აჩვენა რომ სიმპტომის მქონე პაციენტების 80% კორონა სწორედ ფარული მატარებლებისგან გადაედოთ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |