366
23 ივნისი 2023, 17:11
ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა.
ქართველმა სპორტსმენმა (კუმიტე +84 კგ.) ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყო. ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე მან დაამარცხა ბოსნია ჰერცოგოვინელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი მეტოქეები.
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ნახევარფინალში თურქ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |