გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შესწავლა გრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
751 08 ივნისი 2023, 12:56

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შესწავლა გრძელდება. დღეს სამონასტრო კომპლექსში გელათის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან და მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად ჩავიდა.

სპეციალისტების განცხადებით, არქეოლოგიისა და გეოფიზიკის დარგის სპეციალისტები ტერიტორიას შეისწავლიან და შექმნიან საფუძველს, თანამდეროვე გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით დაიწყოს გათხრები და სხვა საჭირო სამუშაოები.

„ივლისის შუა რიცხვებში ჩვენ გვექნება გაფართოებული შეხვედრა, სადაც იქნებიან როგორც საქართველოს სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენლები, ისე ჩვენი სამეცნიერო საბჭოს წევრები. ეს შეხვედრა ჩატარდება გელათში და მას შემდეგ ჩვენ გვექნება მოქმედების კიდევ უფრო დეტალური გეგმა. დღეს ჩვენთან ერთად არიან გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელი და ასევე მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი. ეს არის არქეოლოგიის და გეოფიზიკის შერწყმა. პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურად. საუბარია არა მხოლოდ ფრესკების გადარჩენაზე, არამედ მთლიანად გელათის განვითარებაზე”,- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი