578
30 მაისი 2023, 15:55
სააკაშვილს თუ დავეთანხმებოდი, ნამდვილად არ მეგონა - მართლა არ ჩამოსულა ეს ადამიანი სამკურნალოდ, სამკურნალო არაფერი სჭირს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვეთანხმები, რომ მისი მიზანი არ ყოფილა მკურნალობა. მისი მიზანი იყო ქვეყნის არევა, ქაოსი, რევოლუცია, მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწია. სქემა, დავალებები ლაგდებოდა ასე: გახარიას დაევალა ნაცებისთვის გადადგომა და 43%-ზე დაბლა ჩამოსულიყო „ქართული ოცნება“, სააკაშვილს დაევალა ამ ყველაფერზე მეტი გარანტიის აღება, ჩამოსვლა, ქაოსი ამ ქვეყანაში. გახარია-სააკაშვილის ასე ვთქვათ, ეს შეთქმულება და დავალებები უნდა ყოფილიყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ქვეყანა ახლა ცეცხლის ალში იყოს გახვეული“, - აღნიშნა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |