376
20 მაისი 2023, 10:08
„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და გუნდის ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„წინა დღეს მიღებული ტრავმის გამო 19 მაისს კვარაცხელიამ ფიტნესდარბაზში იმუშავა“, - წერს „ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდი.
ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო კვარაცხელიამ შესაძლოა „ნაპოლის“ უახლოესი მატჩი გამოტოვოს. 21 მაისს „ნაპოლი“ მარადონას სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალისტს, „ინტერს“ შეხვდება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |