ნინო ბურჯანაძე: ,,საჭიროა ანტიკრიზისული გეგმა"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
978 21 მარტი 2020, 19:27
,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ მდგომარეობაში  მყოფ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათლად და სწორად აღვიქვათ რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე ვდგავართ ეკონომიკური თვალსაზრისით."  - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ხელისუფლებისაგან მოითხოვს   უსწრაფესად იქნას წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა.  
 
,,მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შექმნას საგანგებო საბჭო, მოიწვიოს ექსპერტები და გადახედოს მსოფლიოს წამყვანი და არამხოლოდ წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას."

,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ეჭვს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს  ეკონომიკური კრიზისიდან მარტივად გამოსვლას, თუ კი ის არ გაათავისუფლებს  დამატებითი ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადებისგან  მცირე და საშუალო ბიზნესს და არ გაატარებს სხვა აუცილებელ ღონისძიებებს. 

ნინო ბურჯანაძე თავის განცხადებაში აღნიშნავს,  რომ კრედიტების 3 თვით გადავადების შემდეგ, 
მოქალაქეები გაზრდილ კრედიტებს და  პროცენტებს ვერ გადაიხდიან, თუ კი ისინი უმუშევრები დარჩებიან. 

,,მსოფლიოში უკვე არსებობს რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, როდესაც მთავრობები საკუთარ თავზე იღებენ ხელფასების 80%  ანაზღაურებას ყველა იმ ადამიანისა, ვინც პანდემიის დროს  უხელფასოდ  რჩება. ჩვენ უნდა სასწრაფოდ გავაანალიზოთ, რა ტვირთის აწევას შეძლებს ჩვენი ბიუჯეტი.

აუცილებელია, ვიყოთ ობიექტურები და ნათლად გავაანალიზოთ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში უკვე იმყოფება.    

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება არა მხოლდ დღეს და ხვალ, არამედ როგორია მისი გრძელვადიანი პერსპექტივა.სწორედ საშუალო და გრძელვადიანი ანტიკრიზული გეგმის წარმოდგენის შემდეგ, გვქენება მეტი საშუალობა ვებრძოლოთ ინფლაციას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები საერთაშორისო კრედიტორებთან, რადგან ქვეყანა უპრეცენდენტო გამოწვევის წინაშე დგას.მნიშვნელოვანია სწრაფად გავიგოთ,საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პოზიცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.'' - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი