„ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1016 17 ოქტომბერი 2019, 11:45

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონსორციუმს საქმის კეთებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით: 

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია. 2017 წლიდან მოყოლებული 6-ჯერ მოხდა ვალდებულებების შესრულების ვადების გაგრძელება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები და ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ერთადერთი კომერციული პროექტია, რომლის მნიშვნელობაც საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი. მისი მტკიცებით, გამოხატული სიტყვიერი, ფინანსური და იურიდიული მხარდაჭერიდან გამომდინარე ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ.

„ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელიც შეტანილია ქვეყნის კონსტიტუციაში. ეს თავისთავად არის უმაღლესი დასტური იმის, რომ ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტი. მსგავსი პროექტები ყველგან ხორციელდება მთავრობის მხარდაჭერის ფონზე და მთავრობის მხარდაჭერა არის ცალსახა გამოხატული პროექტის მიმართ. აქედან გამომდინარე, იმ მაღალი რეიტინგებიდან გამომდინარე, რომელიც ყოველდღიურად უმჯობესდება, მე ვგულისხმობ საინვესტიო გარემოს, გამომდინარე იქიდან, რაოდენ დიდი მხარდაჭერა გამოხატა მთავრობამ ამ პროექტის მიმართ სიტყვით, საქმით, ფინანსურად, სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ,“ - დასძინა თურნავამ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი