მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1026 17 ოქტომბერი 2019, 11:00

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით მცირდება და ის 30-ის ნაცვლად 25 პროცენტი ხდება.

ეროვნული ბანკის განკარგულების მიზანი ლარის გაუფასურების შემცირებაა.

ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება ლარზე მნიშვნელოვან, დადებით ზეგავლენას მოახდენს.

ცვლილების შედეგად, ეროვნული ბანკი დამატებით, დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის სესხების გაცემას და ამ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ელოდება.

"რაც შეეხება სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებას, ეს უკვე ძალაშია შესული, უბრალოდ შემდეგი დაცვის პერიოდი იწყება 17-დან, ამიტომ ის თანხა, რომელიც ბანკებს უნდა დაბრუნებოდათ, დაუბრუნდებათ 17 ოქტომბერს. ჩვენ ინფლაციაზე გაზრდილი რისკები გვაქვს, რაც მოდის კურსიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას," - განაცხადა  ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი