საბანკო სექტორი კორონავირუსის გამოწვევებს მომზადებული შეხვდა - ალექსანდრე ძნელაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
994 18 მარტი 2020, 17:36
კორონავირუსის გამოწვევებს ქართული საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბანკები დისტანციურ მართვაზე ოპერატიულად გადავიდნენ და მომხმარებელს დისტანციური სერვისები შესთავაზეს.

გადაცემა ბიზნესპარტნიორში საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების საპასუხოდ საბანკო სექტორმა დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინა.

„საბანკო სექტორმა მომენტალურად შეძლო ბიზნეს უწყვეტობისა და თანამშრომლების დაცულობისთვის დისტანცირება, ამავდროულად მოკლე პერიოდში განაცხადა მზაობა სასესხო დავალიანებების 3 თვით გადავადებაზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი – ერთი,  კონკრეტული ადამიანებისთვის აუცილებელი პირობა იყო ან პერიოდში არ მომხდარიყო მათთვის გადასახადების დაკისრება და მეორე, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებში მისვლას“, – განაცხადა ძნელაძემ.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბანკმა სასესხო გადავადებები გააკეთა დისტანციურად, რისთვისაც მას გააჩნია შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები, ასევე მზად არის ამ გადავადებისთვის ისე რომ საფრთხე არ შეექმნას არც საფინანსო სისტემას და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მსესხებელს.

ბიზნესპარტნიორში ძნელაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დისტანციური სერვისებისა და მომსახურების შეთავაზება მნიშვნელოვანია იმ საფრთხეებიდან გამომდინარეც, რომ ვირუსის გადაცემის ერთ-ერთ საფრთხედ აღიარებული ნაღდი ფულია. „ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ნაღდი ფულის ბრუნვა და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და მომხმარებელი მაქსიმალურად უნდა გადავიდეს ელექტრონულ გადახდებზე, საბანკო სექტორი კი ამ სერვისს მომხმარებელს უკვე დიდი ხანია აქტიურად სთავაზობს“, – განმარტავს ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ერთგვარად მომხმარებელსაც მოუწოდებს ელექტრონული სერვისების გამოყენებისკენ. „დღეს რეალურად ვგრძნობთ ელექტრონული გადახდების აუცილებლობას და გამოვიყენოთ ეს სერვისები, მით უმეტეს, რომ ყველა ბანკს უკვე აქვს დანერგილი ონლაინ ბანკი და სხვა დისტანციური საშუალებები, სწორედ ამან განაპირობა საბანკო სექტორის მყისიერი რეაგირება სხვადასხვა მიმართულებით“, – ამბობს ძნელაძე.

ამავდროულად ბანკებსა და გადახდის ტერმინალებში, ძნელაძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. ბანკები რეაგირებენ გაცემულ რეკომენდაციებზე რათა დაიცვან მომხმარებელი და თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან პირბადეებით, ხელთათმანებითა და სადენზიფექციო ხსნარებით.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი