საქართველო-ნორვეგიის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
371 29 მარტი 2023, 10:13

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფრით დაიწყო.

ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ მატჩში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ნორვეგიის ნაკრებს დაუზავდა - 1:1.

მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-15 წუთზე ნორვეგიის ნაკრები ალექსანდერ სორლოთმა დააწინაურა, პირველი ტაიმი კი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

61-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის პასით ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გაათანაბრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი