ვარლამ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემი მოიგო, გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
405 05 მარტი 2023, 19:16
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემის დასკვნით დღეს ორი მედალი მოიპოვა, გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმაც.
ჩვენი გუნდიდან საუკეთესო შედეგი ჰქონდა ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ), რომელმაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლო.
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ბრაზილიელი, ყაზახი და იაპონელი მოწინააღმდეგეები, ფინალში კი ავსტრიელ აარონ ფარას ორი ვაზარით მოუგო.
ასევე მედალოსანი გახდა ახალგაზრდებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გელა ზაალიშვილი. ჩვენი მძიმეწონოსანი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ტაჯიკ თემურ რახიმოვს ორი ვაზარით გაუმკლავდა.
ტაშკენტის გრან სლემის პირველი დღე ვერცხლის მედლით დაასრულა ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა.
საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

geonoc.org.ge


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი