ვფიქრობ, ჯანსაღი ეკონომიკური ფონის წყალობით, ლარის კურსის დინამიკაც დასტაბილურდება-ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
983 14 მარტი 2020, 15:56
ეკონომიკის მინისტრი ლარის კურსის დასტაბილურების იმედს გამოთქვამს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ჯანსაღი და მდგრადი ეკონომიკური ფონის წყალობით და საფუძველზე, მათ შორის ლარის კურსის დინამიკაც დასტაბილურდება, – აცხადებს ნათია თურნავა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა დაკავშირებულია მოლოდინებთან.

„ლარის კურსის დინამიკა დიდად არის დამოკიდებული და დაკავშირებული მოლოდინებზე. იცით, რომ მთლიანობაში გლობალურად არის ეს გამოწვევა – კორონავირუსის პრობლემა. ამან გამოიწვია გლობალური ეკონომიკური ძვრები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ბევრ სხვა ეკონომიკისგან განსხვავებით ძალიან მდგრადი სახით ეგებება ამ პრობლემას.

აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ ყველა შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, არ ავყვებით რაღაცა ნეგატიურ ასე ვთქვათ განწყობებს, ხედავთ, რომ ჩვენ მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პრობლემა იყოს მართული და არ გამძაფრდეს. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ჯანსაღი და მდგრადი ეკონომიკური ფონის წყალობით და საფუძველზე, მათ შორის ლარის კურსის დინამიკაც დასტაბილურდება. ზოგადად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის შოკები, რასაც განიცდის ცალკეული ინდუსტრია, იყოს მაქსიმალურად შერბილებული და სწორედ ამას ემსახურება თუნდაც იმ ღონისძიებათა პაკეტი, რაც გუშინ შევთავაზეთ არამარტო ტურიზმს, არამედ მასთან დაკავშირებულ სხვა ბიზნესებსაც“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ზომებიც იქნება მიღებული ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის შესარბილებლად.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გადალახავს მსოფლიო ამ გამოწვევას და ვფიქრობ, რომ რაღაც ზედმეტი ნეგატიური განწყობებისა და მოლოდინების საფუძველი ჩვენ დღეს არ გვაქვს.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს პრობლემა რამდენიმე თვეში გადაილახება. რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს, ჩვენ ადეკვატურად ვრეაგირებთ ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი