დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
947 13 მარტი 2020, 14:41
ღონისძიების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„მაგრამ მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება - ქვეყნებმა, რომლებმაც ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად გამოაცხადეს, რას ნიშნავს ეს საგანგებო მდგომარეობა, რა ღონისძიებების გატარებას. თქვენ თუ დააკვირდებით იმ ღონისძიებებს, რომელიც ჩვენ უკვე გავატარეთ, ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს და ვატარებთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას ყოველდღიურად, ახალი გამოწვევის პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ. გულწრფელად გეუბნებით, რომ ამ ღონისძიების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ. შეიძლება ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ უკვე დიდი ხანია განხორციელებული გვაქვს“, - განაცხადა გახარიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი