ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
396 18 თებერვალი 2023, 19:21

საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.

დღეს, 18 თებერვალს, 18:00 საათზე, ბაკურიანში  მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელიც „მოძრაობის თეატრმა“ გახსნა. ქართული ხალხური მუსიკის ფონზე, სცენაზე წარადგინეს 42 მონაწილე ქვეყანა. საზეიმო განწყობა შექმნეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა, მომღერლებმა და მუსიკოსებმა.

ბაკურიანში მოეწყო ოლიმპიური სოფელი. სპეციალურად შექმნილ სივრცეში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასულ სტუმრებს შეჯიბრებისთვის თვალის მიდევნებასთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სპეციალურად ბაკურიანი 2023-სთვის შექმნილ გამოფენა-გაყიდვას, შეიძინონ სუვენირები და დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები.

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება და მასშტაბურ ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე უმაღლესი დონის სპორტსმენი ასპარეზობს.

მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს ბაკურიანიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი