406
17 თებერვალი 2023, 10:34
ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გამართულ გრან-პრიზე წარმატებით იასპარეზა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით,13 წლის სპორტსმენმა 177,82 ქულა მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა.
სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ინგა გურგენიძე კანადის ქალაქ კალგარიში გასამართ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |