პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
977 12 მარტი 2020, 21:12

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

როგორც პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, მთავრობისთვის პრიორიტეტია ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება. ასევე, მთავრობა ყველაფერს აკეთებს რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას.

აღსანიშნავია, რომ დღეს მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა დღის ბოლომდე წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება შეხვედრა ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკთან.

„რაც შეეხება მასტიმულირებელ ინსტრუმენტებს ეკონომიკისთვის, ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან და აქედან მინდა წავიღო წინადადებები. ჩვენ ღია ვართ და პირდაპირ მეუბნებით ყველაფერს. მე ვიწერ, ხვალ გიბრუნდებით და გეუბნებით, რისი გაკეთება შესაძლებელია და რისი - არა. დარგების მიხედვით: ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა, მომსახურების სფერო, ვაჭრობა - უბრალოდ, მეუბნებით, ყველაზე ეფექტური რა შეიძლება იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოგცემთ გარანტიებს, რომ ყველა თქვენს მიერ დაყენებული საკითხი ხვალვე გადაწყდება 100%-ით, მაგრამ ძირითადი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ, ჩვენ ერთად უნდა განვსაზღვროთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი