ანასტასია გუბანოვა არ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 08 თებერვალი 2023, 22:28
საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე, ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა არ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვში 14 თებერვალს დაგეგმილ ფესტივალში, აღნიშნულია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებაში.

ინფორმაცია, რომ გუბანოვა მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, „ცეესკა-არენაზე“, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში, რუსულ, შემდეგ კი ქართულ მასმედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

„ანასტასია გუბანოვა, ისევე როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონისძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებით, როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში ეჭვის გაჩენას ცდილობს.
ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 წლის აგვისტოდან ასპარეზობს. მანამდე ის რუსეთის გუნდს წარმოადგენდა. გუბანოვამ 2023 წლის 29 იანვარს ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გაიმარჯვა და ქვეყანას ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი