ისტორიული შედეგი - ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
350 28 იანვარი 2023, 19:34

საქართველოს ნაკრებმა ფიგურულ ციგურაობაში ისტორია დაწერა. ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულია ოქროს მედალი. წარმატების შემოქმედი კი არის ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ფინეთის ესპოოში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

გუბანოვამ სამედლო განაცხადი მოკლე, სავალდებულო პროგრამაში პირველობით გააკეთა, დღეს კი თავისუფალ სრიალშიც საუკეთესო შეფასება (130 ქულა) დაიმსახურა და ჩემპიონობა იზეიმა.

ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში დღემდე საუკეთესო შედეგებად ითვლებოდა ელენე გედევანიშვილის ორი ბრინჯაოს (2010, 2012) და მორის ყვითელაშვილის (2020) ასევე ბრინჯაოს მედლები. ასე რომ, საჩემპიონო ყულაბას ახლა უკვე ოქროს მედალიც შეემატა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი