ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა პირველი ადგილით დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 26 იანვარი 2023, 21:27

 ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა პირველი ადგილით დაასრულა

ფიგურულ ციგურაობაში ფინეთის ესპოოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მოკლე პროგრამაში მისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწია. ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა უზადოდ შეასრულა, მსაჯებისგან საუკეთესო - 69.81 ქულა დაიმსახურა და 30 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატის ფავორიტი, მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი ვერცხლის მედალოსანი, ბელგიელი ლეონა ჰენდრიქსი 67.85 ქულით მეორე ადგილით გავიდა თავისუფალ პროგრამაში.
"იდეალური გამოსვლა არ მქონდა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე და სრიალით ვისიამოვნე. მოკლე პროგრამა უნდა დავივიწყო და ცივი გონებით თავისუფალზე და ჩემს სამუშაოზე უნდა ვიფიქრო," - ასპარეზობის შემდეგ აღნიშნა ანასტასია გუბანოვამ.
ერთი დღით ადრე "ესპოო მეტრო არენაზე" მოკლე პროგრამა შეასრულეს მორის ყვითელაშვილმა და ნიკა ეგაძემ.
ნაკრების ლიდერმა, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ყვითელაშვილმა 29 მონაწილეს შორის 70.55 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა. შედარებით უკეთ გამოვიდა ეგაძე, რომელმაც მისთვის კონტინენტის მეორე პირველობაზე მსაჯებისგან 72.96-ქულიანი შეფასება დაიმსახურა და მე-12 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობისთვის 24 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი