321
26 იანვარი 2023, 09:01
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ იმ რუს სპორტსმენებს დაუშვებს, რომლებიც არ ემხრობიან უკრაინაში რუსულ აგრესიას.
„მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც სრულად იცავენ ოლიმპიურ ქარტიას. კერძოდ, ეს ნიშნავს:
პირველი – კონკურენციის საშუალება ექნებათ მხოლოდ იმათ, ვინც არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამშვიდობო მისიას და მხარს არ უჭერდა უკრაინაში წარმოებულ ომს.
მეორე – მხოლოდ იმ სპორტსმენებს, რომლებიც სრულად იცავენ მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსს და ყველა შესაბამის ანტისადოპინგო წესს, ექნებათ მონაწილეობის უფლება“, – აცხადებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |