"მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა ეთაღლითა ტენდერის მოსაგებად, რომლის შესრულების შანსი არ არსებობდა - იმ იმედით, რომ შემდეგ მთავრობა პირობებს შეუცვლიდა", - სოზარ სუბარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
999 15 ოქტომბერი 2019, 23:04

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა გადაცემაში „360 გრადუსი“ანაკლიის პორტის პროექტსა და ანაკლიის კონსორციუმზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან კონსორციუმის ვალდებულებებზე ისაუბრა: 

„კონსორციუმს ჰქონდა ვალდებულება მოეყვანა ინვესტორები. ვერ მოიყვანა. არაერთხელ გადავიდა ამის ვადა. მეორე, მათ გააკეთეს განცხადება, რომ ჰყავთ ინვესტორი, რომელზეც მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მხრიდან დაიდო არაერთი მასალა, რომ ეს არის ყაზახური კომპანია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კრემლის ინტერესებთან, „გაზპრომთან“, თუ ვიღაცასთან. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, თუმცა ცხადია ეს შესწავლადია.

მთავარი ის, არის, რომ დღემდე კონსორციუმი ამბობდა, რომ მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში, არის ის, რომ სწორედ ამერიკული მხარე არის შემოყვანილი.

თითქოს სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ თავის დროზე ბატონმა ხაზარაძემ პარლამენტში კომიტეტის მოსმენების დროს, პირდაპირ გააკეთა განცხადება, რომელიც მეგონა, რომ ექსპერტების და ჟურნალისტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესების საგანი გახდებოდა და დიდი დარტყმები წამოვიდოდა ჩვენზე ხელისუფლებაზე, რომ რატომ მოაწერეთ ხელი ასეთ ხელშეკრულებას. მან თქვა, რომ იცით, კონსორციუმმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ისეთი ტენდერი იყო გამოცხადებული, რომლის შესრულება შეუძლებელი იყო, მაგრამ მასში მონაწილეობა მე მაინც იმისთვის მივიღე, რომ გამემარჯვებინა. სხვებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა იმიტომ, რომ იცოდნენ, შესრულება შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის შემდეგ შევიცვლიდი პირობებსო. ეს ძალიან სერიოზული აღიარებაა, რომელიც მინიმუმ, სერიოზულ ანალიზს მაინც საჭიროებს, თუ მეტს არა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი